ჯამო ან ნასორი არის ჰანგილის შემადგენელი ნაწილები. ჯა ნიშნავს ასოს, ხოლო მო დედას. მთლიანად კი სიტყვა ნიშნავს ბლოკებს, რომლისგანაც შედგება სიტყვა.
სულ არსებობს 51 ჯამო, აქედან 24 შეესაბამება ანბანის ასოებს, ხოლო დანარჩენი 27 ჯამო არის ორი ან სამი ასოს კომბინაცია (დიგრაფები და ტრიგრაფები). 24 მარტივი ჯამოდან 14 თანხმოვანია (კორ. ჯა-იმ 자음, 子音) და 10 ხმოვანი (მო-იმ 모음, 母音). 16 დიგრაფიდან 5 ძლიერი თანხმოვანი წარმოიქმნება გაორმაგებული უბრალო თანხმოვნებისგან, დანარჩენი 11 კი სხვადასხვა ასოებისგან წარმოიქმნება. ჯამოს 10 ხმოვანი ჯგუფდება 11 დიფტონგად. ამრიგად ჰანგილი ასე გამოიყურება:
ჰანგილის იერსახე მეცნიერულად იყო დამუშავებული და, როგორც წესი, ყოველი ასოს წარმოთქმის ახსნა შეიძლება მოხაზულობის მიხედვით.
მაგალითად ㅌ (წარმოითქმის როგორც თ) აგებულია სამი ჰორიზონტალირი შტრიხისგან. ზედა შტრიხი მიუთითებს, რომ ㅌ ხშული ბგერაა, როგორც ㆆ -, ㄱ გ, ㄷ დ, ㅂ ბ, ㅈ ჯ, ყოველ მათგანს გააჩნია ზედა შტრიხი. შუა შტრიხი მიუთითებს, რომ ბგერა ფშვინვიერია, როგორც ㅎ ჰ, ㅋ ქ, ㅍ ფ, ㅊ ჩ. მრუდი ქვედა შტრიხი კი მიუთითებს, რომ ㅌ წინაენისმიერი ბგერაა, როგორც ㄴ ნ, ㄷ დ, და ㄹ ლ/რ. მოძველებულ თანხმოვნებს ᇰ და ᇢ-ს ორგვარი წაკითხვის წესი აქვთ და შედგებიან ორი ელემენტისგან და იწერებიან ერთი მეორეზე, წარმოითქმიან კი ასე: [ŋ]/ყრუ ᇰ-სთვის და [m]/[w] ᇢ-სთვის.
ჯამოს ხმოვნებში კი მოკლე შტრიხი ერთვის მთავარ ხაზს, რაც მიუთითებს, რომ ასოს გააჩნია დარბილებული წყვილი. თუ კი შტრიხი ორია, მაშინ ბგერა იწყება მოკლე ი-თ (y). შტრიხის მდებარეობა მიუთითებს ინის და იანის რომელ საწყის მიეკუთვნება იგი, თუ შტრიხი ზემოთაა ან მარჯვნივ, მაშინ ბგერა ნათელ საწყისს მიეკუთვნება, ხოლო თუ ქვემოთ ან მარცხნივ, მაშინ ბნელს. თანამედროვე ჯამოში დამატებითი ვერტიკალური ხაზი აღნიშნავს უმლაუტს და ასხვავებს ㅐ [ε], ㅔ [e], ㅚ [ø], ㅟ [y] -ს ㅏ ([a]), ㅓ ([ʌ]), ㅗ ([o]), ㅜ ([u])-სგან. თუმცა შესაძლოა, რომ ეს არ არის წინასწარ განსაზღვრული დიზაინი, არამედ ㅣ([i])-ზე დამთავრებული დიფტონგების ბუნებრივმა ჩამოყალიბებამ მოიტანა.
ჯამოს გარდა ჰანგილში გამოიყენება ე.წ. დიაკრიტიკული ნიშანი, რომელიც გადმოსცემს ტონურ მახვილს. აღმავალი ტონური მახვილიანი ბგერის მარცხნივ (ვერტიკალურად წერისას) იწერებოდა ·, ხოლო დაღმავალი მახვილისას :. ახლა ეს ნიშნები აღარ გამოიყენება.
ასოები, რომლებიც თანხმოვან ბგერებს აღნიშნავენ, იყოფიან 5 ჯგუფად, ყოველ ჯგუფს აქვს თავისი საბაზისო ფორმა. დამატებითი შტროხების მეშვეობით ამ ბაზიდან ახალი ასოები წარმოიქმნება. ჰუნმინ ჯონგ-უმ ჰერიეში ბაზური ფორმები წარმოიქმნება ენის, ხახის, კბილების და ყელის არტიკულაციით.
მარტივი | ფშვინვადი | გაორმაგებული |
ㅈ | ㅊ | ㅉ |
ㄱ | ㅋ | ㄲ |
ㄷ | ㅌ | ㄸ |
ㅂ | ㅍ | ㅃ |
ㅅ | ㅆ |
ჯგუფების დასახელება ჩინური ფონეტიკიდან არის აღებული:
ხმოვნების დაწერა სამი ელემენტისგან შედგება:
წერტილი, ახლა კი მოკლე შტრიხი ემატება მარტივ ჯამოს განსასხვავებლად:
მარტივი | დარბილებული |
ㅏ | ㅑ |
ㅓ | ㅕ |
ㅗ | ㅛ |
ㅜ | ㅠ |
ㅡ | |
ㅣ |
მარტივი დარბილებული ხმოვნები:
დარბილებული დიფტონგები:
XV საუკუნის კორეულ ენაში ხმოვნების ჰარმონია უფრო გამოიკვეთებოდა ვიდრე დღეს. გრამატიკულ მორფემებში ხმოვნები იცვლებოდა მიმდებარე ბგერების თანახმად და იყოფოდა ერთმანეთთან ჰარმონიულ ორ ჯგუფად. ამას გავლენა ჰქონდა ენის მორფოლოგიაზეც. კორეული ფონოლოგია ამ ორ ჯგუფს ინის და იანის პოზიციიდან ხსნიდა. თუ კი სიტყვის ფუძეში "ნათელი" (იან) ხმოვანი იყო, მაშინ ამ ფუძესთან გამოსაყენებელი სუფიქსების უმეტესობასაც "ნათელი" (იან) ხმოვანი უნდა ჰქონოდა და პირიქით. ასევე არსებობდა მესამე ნეიტრალური ჯგუფი, ასეთი ხმოვნების მქონე სიტყვას შეესაბამებოდა "ნათელი" (იან) და "ბნელი" (ინ) სუფიქრები.
ნეიტრალური ხმოვანია ㅣ (ი). ინ-ხმოვნებია: ㅡㅜㅓ (ɯ, უ, ღია ო). იან-ხმოვნებია: ㆍㅗㅏ (ე, ო, ა). უწერტილო ასოები ㅡㆍㅣ ისე უნდა იყოს არჩეული, რომ აღნიშნავდეს ცას, მიწას და ადამიანს. (ასო ე ㆍახლა აღარ გამოიყენება.)
ჰანგილში ჯამოს თანრიგში ხმოვნები და თანხმოვნები არაა არეული. თანამედროვე თანრიგი დააკანონა ჩოი სეჯინმა 1527 წელს. ეს მანამდე მოხდა სანამ ორმაგი თანხმოვნები წარმოიქმნებოდა და ㅇ და ㆁ არ იყო გაყოფილი, ამიტომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეული თანმიმდევრობა განსხვავდება.
თანხმოვან ჯამოს სამხრეთკორეული თანრიგი:
ㄱ ㄲ ㄴ ㄷ ㄸ ㄹ ㅁ ㅂ ㅃ ㅅ ㅆ ㅇ ㅈ ㅉ ㅊ ㅋ ㅌ ㅍ ㅎ
ხმოვან ჯამოს სამხრეთკორეული თანრიგი:
ㅏ ㅐ ㅑ ㅒ ㅓ ㅔ ㅕ ㅖ ㅗ ㅘ ㅙ ㅚ ㅛ ㅜ ㅝ ㅞ ㅟ ㅠ ㅡ ㅢ ㅣ
თანხმოვან ჯამოს ჩრდილოეთკორეული თანრიგი:
ㄱ ㄴ ㄷ ㄹ ㅁ ㅂ ㅅ ㅇ ㅈ ㅊ ㅋ ㅌ ㅍ ㅎ ㄲ ㄸ ㅃ ㅆ ㅉ ㅇ
ხმოვან ჯამოს ჩრდილოეთკორეული თანრიგი:
ㅏ ㅑ ㅓ ㅕ ㅗ ㅛ ㅜ ㅠ ㅡ ㅣ ㅐ ㅒ ㅔ ㅖ ㅚ ㅟ ㅢ ㅘ ㅝ ㅙ ㅞ
ჰანგილში ასოთა თანრიგს ეწოდება განადა (가나다 순) პირველი სამი ასოს სახელით. ჩრდილოეთ კორეაში სახელების სტანდარტიზაცია მოხდა, როდესაც ჰანგილი ოფიციალურ დამწერლობად აღიარეს.
თანამედროვე თანხმოვნების სახელები ორი მარცვლისგან შედგება.
თანხმოვანი | სახელი |
---|---|
ㄱ | გიჲოკ (기역), ან გიიკ (기윽) ჩრდილო კორეაში |
ㄴ | ნიინ (니은) |
ㄷ | დიგიტ (디귿) |
ㄹ | რიილ (리을) |
ㅁ | მიუმ (미음) |
ㅂ | ბიიპ (비읍) |
ㅅ | სიოტ (시옷) |
ㅇ | იინგ (이응) |
ㅈ | ჯიიტ (지읒) |
ㅊ | ჩიიტ (치읓) |
ㅋ | ქიიქ (키읔) |
ㅌ | თიუთ (티읕) |
ㅍ | ფიიფ (피읖) |
ㅎ | ჰიიტ (히읗) |
ორმაგი ჯამოების დასახელება სამხრეთ კორეაში იწყება 쌍 -სსანგით, რაც ორმაგს ნიშნავს და ჩრდილოეთ კორეაში კი 된 ტვენით, რაც მაგარს ნიშნავს.
ასო | სამხრეთ კორეული სახელი | ჩრდილოეთ კორეული სახელი |
---|---|---|
ㄲ | სსაბგგიიოკ (쌍기역) | დოენგიუკ (된기윽) |
ㄸ | სსანგდიგუტ (쌍디귿) | დოენდიუტ (된디읃) |
ㅃ | სსანგბიუპ (쌍비읍) | დოენბიუპ (된비읍) |
ㅆ | სსანგსიოტ (쌍시옷) | დოენსიუტ (된시읏) |
ㅉ | სსანგჯიუტ (쌍지읒) | დოენჯიუტ (된지읒) |
ჩრდილოეთ კორეაში ხანდახან დასახელების ალტერნატიული ვარიანტი გამოიყენება, პირველ ბგერას ემატება (არალაბიალიზებული) უ ㅡ, მაგალითად: 그 - კუ, 쓰 - სსი და ა.შ.
ხმოვნების დასახელება შეიცავს თვით ხმოვანს და წინ ყრუ ㅇ ეწერება.
ასო | სახელი |
---|---|
ㅏ | ა (아) |
ㅐ | ე (애) |
ㅑ | ჲა (야) |
ㅒ | ჲე (얘) |
ㅓ | ო (어) |
ㅔ | ე (에) |
ㅕ | ჲო (여) |
ㅖ | ჲე (예) |
ㅗ | ო (오) |
ㅘ | ვა (와) |
ㅙ | ვე (왜) |
ㅚ | ვე (외) |
ㅛ | ჲო (요) |
ㅜ | უ (우) |
ㅝ | ვო (워) |
ㅞ | ვე (웨) |
ㅟ | ვი (위) |
ㅠ | ჲუ (유) |
ㅡ | ი (으) |
ㅢ | ვი (의) |
ㅣ | ი (이) |
რიგი ჯამოები აღარ გამოიყენება. ზეგის ბგერა გაქრა კორეული ენიდან, ხოლო ზოგი ჩინურ ბგერებს აღნიშნავდა, რომლებიც კორეულში არადროს არ იყო. ყველაზე ხშირად შემდეგი მოძველებული ჯამოები გამოიყენებოდა:
შემდეგი სამი ასო ჩინურ ბგერებს აღნიშნავდა:
მოძველებული ორმაგი ჯამოები:
თავდაპირველად ხანგულში ყვეა ორმაგი ჯამო ჩინურ ბგერებს ასახავდა, მხოლოდ მოგვიანებით მიიღეს მათ თანამედროვე მნიშვნელობა.