დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ბლოგი

ცხოვრება "ძაღლების გალიებში" ჰონგ კონგში

ცხოვრება "ძაღლების გალიებში" ჰონგ კონგში

ჰონგ კონგი ჩინეთის უმდიდრეს ქალაქებს შორის ერთ-ერთია. მაგალითად, ამ ქალაქში Louis Vuitton-ის ბუტიკების რაოდენობა აღემატება პარიზსას, თუმცა ძალიან ბევრი ღარიბი ადამიანიც ცხოვრობს ამ ქალაქში. 

ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ბრაიან კეისიმ დააფიქსირა დაბალი ფენების ცხოვრება ჰონგ კონგში. საცხოვრებელი სახლების მფლობელები ღარიბ მოწვეულ მუშაკებზე ჩინეთის შიდა პროვინციებიდან აქირევებენ პატარა ფართებს ეგრედწოდებულ “გალიებს”.

უძრავი ქონების მფლობელებს გაუჩნდათ იდეა, რომ ოთახში 20-მდე ლითონის გალიები დაეყენებინათ, რომლებსაც ამ კატეგორიის ხალხზე გააქირავებდნენ. ყველაზე ძვირადღირებული გალია დაახლოებით თვეში $200 ღირს, ყველაზე იაფი - დაახლოებით $130-150. ამრიგად, ერთი დიდი ოთახიდან- 40-45 კვადრატული მეტრიდან მეპატრონეს თვეში 3-4 ათას დოლარამდე შემოსავალი აქვს. გალიები სივრცის დაზოგვის მიზნით მოთავსებულია სამ იარუსად. ყველაზე ძვირია პირველ საფეხურზე. ასეთ ჰოსტელში შხაპი და ტუალეტი საერთოა, საცხოვრებელ სახლებში სამზარეულო არ არის.

ბრაიან კეისის თქმით, ასეთ პირობებში ცხოვრება ამაზრზენია, მაგრამ ერთადერთი ალტერნატივა ქუჩაში უფასოდ ცხოვრებაა. უფლებადამცველები წლების განმავლობაში ებრძოდნენ "ძაღლების გალიებს", როგორც ჰონკონგში ასეთ ჰოსტელს უწოდებენ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ყველაზე თვალსაჩინო ორგანიზაცია არის SoCo - Society for Community Organization, რომელიც ცდილობს ამ კატეგორიის ხალხი გადაასახლოს უფრო ღირსეულ ჰოსტელებში. მათი თქმით, ჰონგ კონგში "ძაღლების გალიების" მაცხოვრებლების რაოდენობამ შეიძლება 250-350 ათას ადამიანს მიაღწიოს - ეს არის ამ ქალაქის მუდმივი მოსახლეობის დაახლოებით 5-7%