KINTSUGI (金継ぎ) ან "ოქროს ნაკერების ხელოვნება" ეს არის იაპონური ტრადიცია, რომელიც გულისხმობს გატეხილი ჭურჭლის დაწებებას ოქროს ფხვნილთან შერეული ლაქით, ან დეფექტების დაფარვით სილამაზის შქმნას. იაპონელები თვლიან, რომ დაზიანებული ნივთები, რომლებიც ოსტატირადაა გამოსწორებული, იძენენ არა მხოლოდ ისტორიას, არამედ სულსაც კი, რაც მათ უფრო ლამაზს და ძვირფასს ხდის. მეტიც, ამ შემთხვევაში ტერმინი „ოსტატურად“ არ ნიშნავს, რომ ხარვეზები დამალული უნდა იყოს, პირიქით, მთავარ აქცენტად გადაიქცა მათი გამოჩენა. ბევრმა ხელოსანმა თასები სპეციალურადაც კი გატეხა, შემდეგ კი ოქროს ლაქით შეაწება რათა შეეძინა ბევრად საინტერესო ისტორია მათვის.