დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ბლოგი

ჩინური ენის ერთკვირიანი უფასო (ონლაინ) კურსი დამწყებებისთვის!

ჩინური ენის ერთკვირიანი უფასო (ონლაინ) კურსი დამწყებებისთვის!

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა მკვლევარ-სოციოლოგთა ასოციაციის • GYRSA - ჯირსას სოციალურ კამპანიას, #დააგროვეცოდნა, 2020 წლის ოქტომბრიდან დღემდე 10000-ზე მეტი ადამიანი შემოუერთდა და ინჰუასთან - ენებისა და კულტურის აკადემიასთან თანამშრომლობით, 4000-მდე შერჩეულმა აპლიკანტმა გაიარა ჩინური, არაბული, კორეული, თურქული, ინგლისური, გერმანული, პოლონური და სხვა ენის საბაზისო უ ფ ა ს ო კურსი ან მასტერკლასი ენის სპეციალისტებთან.

კურსის პირობები:
✔️  უფასო ერთკვირიანი კურსი არის მხოლოდ დამწყებებისთვის! 

✔️ ლექციებს წაიკითხავენ პროფესიონალი პედაგოგები ჩინეთის უნივერსიტეტებში მიღებული განათლებით: ლიკა წიკლაური და ნინო გელანტია 

✔️ კურსი არის საბაზისო და მოიცავს ერთ კვირაში, ერთ ჯგუფთან მხოლოდ 2 ლექციას - ჯამში 4 საათს. 

✔️ კურსის დასრულების შემდეგ არ გაიცემა სერტიფიკატი. კურსი არის საბაზისო, მათთვის, ვინც სამომავლოდ გეგმავს ჩინური ენის შესწავლას, დაწყებითიდან პროფესიონალურ დონეზე. კურსის შემდეგ საჩუქრად გამოგეგზავნებათ უ ფ ა ს ო ელ-წიგნი ჩვენი პარტნიორი ელ-ბიბლიოთეკისგან.

✔️ კურსში შედის: ენის ზოგადი გაცნობა, ჩინური ენის სწავლის ტექნიკები და სტრატეგიები, ენის ლოგიკა და იეროგლიფების დამახსოვრების ხერხები, მარტივი იეროგლიფების შესწავლა, აუდიო სავარჯიშოები, თამაშები და სხვა.

⏰ კურსი დაიწყება პირველივე ჯგუფების შევსებისთანავე, 20 თებერვლიდან 10 მარტამდე შუალედში, ეტაპობრივად. ლექციები ჩატარდება ზუმში.

 

⏰ დროები: 

ორშაბათი/ხუთშაბათი - 18:10 საათი - ნინა მასწავლებელთან (ნინო გელანტია)

ორშაბათი/ხუთშაბათი - 22:30 საათი - ნინა მასწავლებელთან (ნინო გელანტია)

ხუთშაბათი/პარასკევი - 19:00 საათი - ლიკა მასწავლებელთან (ლიკა წიკლაური)

ხუთშაბათი/კვირა - 20:30/19:00 საათი - ლიკა მასწავლებელთან (ლიკა წიკლაური) 

 

✔️ ყველა შერჩეული მონაწილე ზუმის შეხვედრის ბმულს მიიღებს წინა დღეებში ელ-ფოსტაზე და ტელეფონზე.

🔶 დამატებითი დეტალებისთვის ჩინური ენის ფეისბუქ საკომუნიკაციო ჩათი გვაქვს, გთხოვთ, დაემატეთ.


🔷 უფასო ერთკვირიანი კურსის შემდეგ, ჩინური ენის გრძელვადიანი კურსის დაწყების შემთხვევაში, მონაწილეებისთვის იმოქმედებს სპეციალური ფასდაკლება.  გრძელვადიანი კურსის დაწყება ნებაყოფლობითია. 

🔵 კურსების ფასები იხილეთ ჩვენს ვებ-საიტზე, ფასები მოცემულია ფასდაკლების გარეშე.

🔔 გრძელვადიანი კურსის დასრულების შემდეგ, წარჩინებულ სტუდენტებს დაუფინანსდებათ საერთაშორისო გამოცდაზე გასვლა და ✔️ გაიცემა ჩინური ენის ოფიციალური საერთაშორისო სერტიფიკატი.

იხილეთ რეგისტრაციის ბმული

საკონტაქტო ინფორმაცია: 

📳 598 703 807   📳 597 712 546

🌐 www.gyrsa.org ჯირსა - კურსის ოფიციალური პარტნიორი 

ინჰუა Facebook  ან  ჯირსა Facebook 

✔️ გისურვებთ წარმატებას!