ტორი (იაპონური: 鳥居) - კარიბჭე კარების გარეშე, მდებარეობს შინტოს სალოცავის გზაზე და აღნიშნავს წმინდა ტერიტორიის დასაწყისს, სადაც ღვთაებები ბინადრობენ. კარიბჭის ყველაზე გავრცელებული ფერი წითელია. ეს იმის გამო ხდება, რომ წითელი ფერი, იაპონური მითოლოგიის მიხედვით, განასახიერებს სიცოცხლისუნარიანობას და იცავს ბოროტი ძალებისგან. თუმცა, იაპონიაში შეგიძლიათ იპოვოთ სხვადასხვა ფორმისა და ფერის ტორიები მაგალითად როგორიცაა შავი , ოქროსფერი ,თეთრი და ვარდისფერიც კი .
🌸 ფოტოზე ნაჩვენებია ვარდისფერი ტორი ოზორაში იამაცუმის სალოცავისკენ მიმავალ გზაზე. ამ კარიბჭის თავისებურება მისი ნათელი ვარდისფერი ფერია, რომელიც შესანიშნავად ავსებს გარემომცველი ბუნების სურათს: ირგვლივ ველი დაფარულია ვარდისფერი ხავსის ფლოქსის საბანით, რომელიც ცნობილია შიბაზაკურას სახელით.
🌸 თეთრი ტორიები საკურაის ტაძართან. თეთრი ფერი სიმბოლოა სიწმინდის, სისპეტაკის და უბრალოების.
🌸ოქროს ტორიები მიკანეს ტაძარში, კიოტო. ოქროს ფერი შეირჩა , რადგან ამ ტაძრის ერთ-ერთი მთავარი პატივსაცემი ღვთაება არის კანაიამაჰიკო ნო მიკოტო, ლითონების მფარველი.
🌸 შავი ტორიები შოინის ტაძარში, ტოკიო. ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და განსხვავებული ტორი , რომელიც ძალიან იშვიათად გვხვდება იაპონიის კულტურაში ..