დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ბლოგი

ჩინური ახალი წელი

ჩინური ახალი წელი

ჩინური ახალი წელი: თარიღები, ცხოველები, საკვები და ტრადიციები

ჩინური ახალი წელი, ასევე ცნობილი, როგორც მთვარის ახალი წელი, ან გაზაფხულის ფესტივალი, არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ჩინეთში და მთავარი მოვლენა აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც. (მთვარის ახალი წელი ცნობილია, როგორც Seollal -სამხრეთ კორეაში და  Tet- ვიეტნამში) მთვარის საახალწლო ზეიმები ბოლო წლებში დასავლეთის ქალაქებშიცი მართება , მაგალითად ნიუ – იორკში, ლონდონში, ვანკუვერსა და სიდნეიში.

ჩინური ახალი წელი არის დღესასწაული, რომელიც აღნიშნავს ახალი წლის დაწყებას ტრადიციული მთვარის ჩინური კალენდრით. ეს იყო ტრადიციულად ღვთაებებისა და წინაპრების პატივისცემის დრო, შემდგომში ასევე გახდა ოჯახის მონახულების დღეც.

დღესასწაული ტრადიციულად დაახლოებით ორი კვირა გრძელდება, ჩინური ახალი წლის ღამიდან ლამპიონების ფესტივალამდე, რომელიც იმართება მთვარის წლის მე-15 დღეს. რეგიონალური წეს-ჩვეულებები და ტრადიციები ძალიან განსხვავდება, მაგრამ ისინი იზიარებენ ერთსა და იმავე მთავარ თემას: ძველი წლის გაცილება და ახალი წლის იღბლიანობისა და კეთილდღეობის მიღება.

როდის იყო ჩინური ახალი წელი 2023 წელს?

წელს ჩინური ახალი წელი დადგა კვირას, 22 იანვარს და დაიწყო კურდღლის წელი.

ჩინური ახალი წლის თარიღი განისაზღვრება ჩინეთის მთვარის კალენდრით. თარიღი იცვლება ყოველწლიურად, მაგრამ ყოველთვის არის სადღაც 21 იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში. ~

წაიკითხეთ მეტი ჩინური ახალი წლის თარიღების შესახებ 2023 წლიდან 2030 წლამდე.

 

ჩინური საახალწლო ცხოველი: 2023 —  კურდღლის წელი

ჩინური ზოდიაქოს ციკლის მიხედვით, ყოველი ჩინური ახალი წელი ასოცირდება ცხოველურ ნიშანთან, რომელიც მოიცავს 12 სხვადასხვა ცხოველს შემდეგი თანმიმდევრობით :ვირთხა, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, თხა, მაიმუნი, მამალი, ძაღლი, ღორი.

1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011, 2023 და 2035. თუ თქვენ დაიბადეთ ამ წლებიდან რომელიმეში, თქვენი ჩინური ზოდიაქოს ნიშანი არის კურდღელი.

ლეგენდა იმის შესახებ, თუ რატომ აღნიშნავენ ახალ წელს ასე:

ჩინურ ახალ წელს ჩინურად გუო ნიანს (过年) ჰქვია, რაც ნიშნავს “ახალი წლის აღნიშვნას” ან “ნიანის დამარცხებას”. პერსონაჟი 年 (ნიანი) შეიძლება ნიშნავდეს “წელს” ან “მონსტრ ნიანს”.

ძველად არსებობდა მონსტრი, სახელად ნიანი (年, ან ნიანშოუ 年兽), გრძელი თავით და ბასრი რქებით. ის ზღვის სიღრმეში ცხოვრობდა მთელი წლის განმავლობაში და მხოლოდ ყოველ ახალ წელს ჩნდებოდა ახლომდებარე სოფლებში ხალხზე და პირუტყვზე სანადიროს.

ამიტომ, ახალი წლის ღამეს ხალხი შორეულ მთებში გარბოდა, რადგან თავი გადაერჩინათ ურჩხულისგან. ხალხი ამ ურჩხულის შიშით ცხოვრობდა, მანამ სანამ სოფელს არ ესტუმრა მოხუცი, ჭაღარა თმით.

მან უარი თქვა სოფლის მაცხოვრებლებთან ერთად მთებში დამალვაზე და  წარმატებით შეაშინა ურჩხული კარებზე წითელი ქაღალდების აკვრითა და ბამბუკის დაწვით. მან ასევე  სახლებში სანთლები აანთო და წითელი ტანსაცმელი  ჩაიცვა. როდესაც სოფლის მცხოვრებლები დაბრუნდნენ, გაკვირვებულებმა აღმოაჩინეს, რომ სოფელი არ იყო დანგრეული.

ამის შემდეგ, ყოველი ახალი წლის ღამეს, ხალხი ისე იმოსებოდა, როგორც მოხუცი ავალებდა. მას შემდეგ ურჩხული ნიანი აღარ გამოჩენილა. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება და ახალი წლის დადგომის აღნიშვნის მნიშვნელოვან ჩეულებად იქცა.