დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ბლოგი

ინჰუას აკადემიის კონკურსი: მოგზაურობა შორეულ აღმოსავლეთში

ინჰუას აკადემიის კონკურსი: მოგზაურობა შორეულ აღმოსავლეთში

ჯირსასთან თანამშრომლობის ფარგლებში, გიწვევთ, ინჰუას აკადემიის განათლების გამოფენაზე: "მოგზაურობა შორეულ აღმოსავლეთში," 2025 წლის პროგრამების და სტიპენდიების პრეზენტაციაზე, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს, Wyndham Grand Tbilisi საკონფერენციო სივრცეში (ლადო გუდიაშვილის N3); 

🕚 20 ოქტომბერს, კვირას,19:00 საათიდან 

იქნება გათამაშება და კონკურსის "მოგზაურობა შორეულ აღმოსავლეთში" ესსეების და ნახატების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება. (ღონისძიების შესახებ შესახებ: www.yinghuaacademy.ge/ka/news/33)

 

ესსეს მოთხოვნები: 

1. MS Word ფორმატი, ფონტი Sylfaen, შრიფტის ზომა 12;
2. თუ ტექსტში იყენებთ გრაფიკებს, დიაგრამებს, ფოტოებს, ჩასვით მაღალი ხარისხის JPG ან PNG ფორმატით;
3. თუ იყენებთ სხვა ესსების ციტირებას, დაიცავით წყაროების დამოწმების და პლაგიატის წესები;
4. ესსეში არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა, დისკრიმინაციის შემცველი ფრაზები;
5. თუ ხართ არასრულწლოვანი და არ იცით MS Word-ის ფაილის გამოყენება, დაწერეთ ხელით, გადაუღეთ ფოტოსურათი და გამოგვიგზავნეთ;
6. ესსების შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭება ინდივიდუალურ და შემოქმედებით ხედვას, მშობლიური ენის სტილისტურ-გრამატიკულ გამართულობას.

 

ნახატის მოთხოვნები: 

1. მისაღებია როგორც გრაფიკული, აგრეთვე, ხელით შესრულებული ნამუშევარი (თუ ხელით ხატავთ, ნამუშევარს გადაუღეთ JPEG, JPG ფორმატის მაღალი გარჩევადობის ფოტოსურათი)

2. ნახატის შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭება ინდივიდუალურ და შემოქმედებით ხედვას. 

ესსე და ნახატი უნდა პასუხობდეს შორეული აღმოსავლეთის თემატიკას. 

ინჰუას აკადემია უფლებას იტოვებს არ შეარჩიოს გამარჯვებული ნაშრომი, თუ არ პასუხობს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან თუ გამოიგზავნება ნაშრომების არასაკმარისი რაოდენობა. 

 

გთხოვთ, ატვირთეთ ნამუშევარი სარეგისტრაციო ფორმის N6 პუნქტში. ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 📱 𝟓𝟗𝟕 𝟕𝟏 𝟐𝟓 𝟒𝟔

 

🔸 ყველა გამარჯვებულს გადაეცემა სპეციალური პრიზი და ციფრული სერტიფიკატი!

🔹 ნამუშევრების რეგისტრაცია დასრულდება 19 ოქტომბერს, 21:00 საათზე. 

კონკურსში რეგისტრაცია 

🚀ინჰუას აკადემიის განათლების გამოფენის აქტივობები დაგეგმილია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ჯირსასთან, თანამშრომლობის ფარგლებში

🚀 საქართველოს ახალგაზრდა მკვლევარ-სოციოლოგთა ასოციაცია • GYRSA

🔹 სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის შემოგვიერთდით ➡️ ინჰუას აკადემიის ფეისბუქი ან დაგვიკავშირდით: 

შემოგვიერთდით ინჰუას აკადემიაში!

📱 𝟓𝟗𝟕 𝟕𝟏 𝟐𝟓 𝟒𝟔

✉️ 𝐢𝐧𝐟𝐨@𝐲𝐢𝐧𝐠𝐡𝐮𝐚𝐚𝐜𝐚𝐝𝐞𝐦𝐲.𝐠𝐞

🌐 www.yinghuaacademy.ge

 

პატივისცემით, 

ინჰუას აკადემია

#ინჰუასმოტივაცია #ენადაკულტურაინჰუაში #𝒀𝒊𝒏𝒈𝒉𝒖𝒂𝒔𝑨𝒄𝒂𝒅𝒆𝒎𝒚 #ინჰუა #ინჰუასაკადემია #კარიერაინჰუაში #ჩინურიინჰუაში #კორეულიინჰუაში #იაპონურიინჰუაში #ინჰუასსტუდენტები #გახდიინჰუელი #ინჰუასპედაგოგები #განათლებაინჰუაში #ინჰუასსტიპენდიები #ჩინური #ჩინურიენა #იაპონია #იაპონური #აზია #განათლება #კორეა #კორეული #ინჰუასემესტრი #შორეულიაღმოსავლეთიინჰუაში #ინჰუასგანათლებისგამოფენა