დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ბლოგი

ლეგენდა წითელ კონვერტზე

ლეგენდა წითელ კონვერტზე

 მითი ჩინური ახალი წლის წარმოშობის შესახებ : ლეგენდა მხეც ნიანზე

ჩინეთში ადამიანები წითელ კონვერტებში  ათავსებენ ფულს და   ერთმანეთს ჩუქნიან ზოგიერთ მნიშვნელოვან დღესასწაულებზე, მაგალითად ჩინურ ახალი წელს, დაბადების დღეებზე და ქორწილებში. სასაჩუქრე წითელი კონვერტები ჩინეთში და აზიის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, წარმოადგენენ კეთილი სურვილების გაგზავნის საშუალებს.

წითელი ფერი ჩინურ კულტურაში ენერგიის, ბედნიერებისა და წარმატების სიმბოლოა. ტრადიციულ წითელი კონვერტებს ხშირად ამშვენებს ულამაზესი ჩინური კალიგრაფია და სიმბოლოები. სინამდვილეში, წითელ კონვერტებში ყველაზე  მნიშვნელოვანი არის  თავად წითელი ქაღალდი და არა შიგნით მოთავსებული ფული.  ვარაუდობენ, რონ იღბლიანი ფულის წითელ კონვერტებში შეფუთვა მიმღებს მეტი ბედნიერებას და კურთხევა მოუტანს.

წითელი კონვერტების წარმოშობა

წითელი კონვერტების  გაცემის ჩვეულება სათავეს იღებს ჩინური ახალი წლის  უძველესი ისტორიებიდან. ლეგენდის თანახმად იყო დემონი  სახელად სუი, რომელიც გამოჩნდა ბავშვების დასაშინებლად,  სანამ მათ ეძინათ. სუის მიერ ბავშვების დასაცავად მშობლები სანთლებს ანთებდნენ და  ტოვებდნენ ჩინურ ახალი წლის ღამის განმავლობაში.

ერთი ახალი წლის ღამეს ბავშვს რვა მონეტა მისცეს სათამაშოდ . ბავშვმა მონეტები წითელ ქაღალდში გაახვია, შეფუთა და ისევ გახსნა, ასე აკეთებდა მანამ, სანამ არ დაიღალა  და ჩაეძინა. შემდეგ მშობლებმა წითელი კონვერტი, რომელშიც რვა მონეტა იდო ბალიშის ქვეშ მოათავსეს.  როდესაც ურჩხულმა სახელად სუიმ სცადა  ბავშვთან  მმიახლოება, რვა მონეტა ასხივებდა ძლიერ შუქს, რამაც დემონი შეაშინა . რვა მონეტა აღმოჩნდა რვა ფერია , რომელმაც იხსნა ბავშვი. სწორედ ამიტომ არის  მნიშვნელოვანი წითელი კონვერტი  და რვა ციფრი ჩინურ კულტურაში . ესაა სიმბოლო სიკეთისა და უზრუნველი ცხოვრების.

წითელი კონვერტი და განსაზღვრული თანხის რაოდენობა

როდესაც თქვენ აღნიშნავთ ჩინურ ახალ წელს თქვენს სამეზობლოში, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორის, უნდა მოამზადოთ  წითელი კონვერტი, რომელიც სავსეა სხვადასხვა რაოდენობით ფულით. ფულის ოდენობა უნდა  შეესაბამებოდეს თქვენს ურთიერთობას მიმღებთან – რაც უფრო მჭიდროა თქვენი ურთიერთობა, მით მეტი ფულია მოსალოდნელი.

 

  • საკუთარ შვილებს: ყოველთვის 100 იუანი (20 დოლარი)
  • უფროსებს (განსაკუთრებით  მშობლებს და ბებია-ბაბუას): ყოველთვის 500–2000 იუანი ( 100–300 დოლარი)
  • ახალგაზრდა თაობას  შემოსავლის გარეშე (განსაკუთრებით ისინი, ვინც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები არიან), როგორიცაა თქვენი ახლო მეგობრების, თქვენი ნათესავების და თქვენი კოლეგების შვილები:  50-200 იუანი ( 10-30 დოლარი)
  • სხვა ბავშვებს: 20 იუანი ან 50 იუანი (ანუ 5–10 დოლარი)
  • ნაცნობების შვილებისთვის, თუ მათ შეხვდებით ჩინური ახალი წლის პერიოდში.20 იუანი ან 50 იუანი (ან 5–10 დოლარი)
  • თქვენი თანამშრომლებისთვის: 100-1000 იუანი (  20-200 აშშ დოლარი)

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ დაუშვებელია წითელ კონვერტში დაკუჭული კუპიურების ჩადება . ჩინური ახალი წლის წინა კვირაში ბევრი ადამიანი დგას გრძელ რიგში ბანკებთან, რათა გაცვალონ ძველი კუპიურები ახალში.

 

წიტელი კონვერტი და მონეტები

1 ) მოერიდეთ ისეთი თანხების მიცემას, როგორიცაა 40 იუანი ან 400 იუანი. რიცხვი „4“ ჩინურად ჟღერს „სიკვდილის“ მსგავსად, ამიტომ ეს ცუდ იღბლად ითვლება. ლუწი რიცხვები, გარდა ოთხისა, უკეთესია ვიდრე კენტი. უმჯობესია, თუ თანხა იწყება ან მთავრდება რვით, მაგალითად 800 იუანით, რადგან 8 ითვლება იღბლიან ციფრად;

2) წინასწარ მოამზადეთ წითელი კონვერტები და ყოველთვის თან იქონიეთ რამდენიმე კონვერტი ჩინური ახალი წლის 16 დღის განმავლობაში (ფარნების ფესტივალამდე) იმ შემთხვევისთვის, თუ შეხვდებით ისეთ ვინმეს ვისაც კონვერტი უნდა მისცეთ;

3) ჯობია სხვადასხვა თანხა სხვადასხვა დიზაინის  წითელ კონვერტებში ჩასვათ , რადგან სწრაფად   გაარკვიოთ, გასცემთ 100 იუანს თუ 1000 იუანს.

წითელი კონვერტის მიღება

  1. ყოველთვის მიიღეთ თქვენი წითელი კონვერტი ორივე ხელით. დაუშვებელია წითელი კონვერტის მიღება მხოლოდ ერთი ხელით.
  2. როდესაც თქვენ იღებთ წითელ კონვერტს, უნდა გამოხატოთ მადლობა და მიესალმოთ გამცემს სასიამოვნო, სასიხარულო ფრაზით, როგორიცაა 恭喜发财 -რაც ნიშნავს “ბედნიერებას და კეთილდღეობას”)
  3.  არასოდეს გახსნათ თქვენი წითელი კონვერტი იმ ადამიანის წინაშე, ვინც ის გაჩუქათ. ეს უნდა გააკეთოთ სახლში მისვლისას.
  4. ბოლო წლებში პოპულარული გახდა ელექტრონული “წითელი კონვერტების” გაგზავნა WeChat-ის მეშვეობით მისალმების სახით. ციფრული წითელი კონვერტების გაგზავნა გახდა ახალი გზა მეგობრების ან ნათესავების მისალმებისთვის, რომლებსაც ფიზიკურად ვერ ნახულობთ ჩინური ახალი წლის პერიოდში.
  5. წითელი კონვერტები მდიდარია დიზაინითა და დეკორაციებით. ადამიანები ჩვეულებრივ იყენებენ სხვადასხვა წითელ კონვერტებს სხვადასხვა შემთხვევებისთვის.
  6. ჩინური ახალი წლისთვის გამოიყენეთ წითელი კონვერტები ჩინური სიმბოლოებით, როგორიცაა 福 -რაც ნიშნავს “წარმატებებს დოვლათს და ბარაქას”, 恭喜发财 -რაც ნიშნავს “ბედნიერებას და კეთილდღეობას” და 新年快乐-  რაც ნიშნავს “გილოცავ ახალ წელს”.
  7. დაბადების დღის წვეულებებისთვის გამოიყენეთ წითელი კონვერტები ჩინური ასოებით, როგორიცაა 寿 “დღეგრძელობას”  და 生日快乐 -რაც ნიშნავს “გილოცავ დაბადების დღეს”.
  8. ქორწილებისთვის გამოიყენეთ წითელი კონვერტები ჩინური სიმბოლოებით, როგორიცაა 囍 – რაც ნიშნავს “ორმაგ ბედნიერებას” და 百年好合  რაც ნიშნავს- "იცხოვროთ ერთად ბედნიერად ასი წლის განმავლობაში", ანუ დიდი ხნის განმავლობაში.
  9. დაკრძალვისთვის ხშირად იყენებენ თეთრ კონვერტებს წარწერით奠 -რაც ნიშნავს “მიცვალებულთა სულებისთვის შესაწირის გაკეთებას”.