დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ბლოგი

მოგზაურობა შორეულ აღმოსავლეთში: ინჰუას აკადემიის კონკურსის გამარჯვებული

მოგზაურობა შორეულ აღმოსავლეთში: ინჰუას აკადემიის კონკურსის გამარჯვებული

შპს "ინჰუას აკადემიაში" შემოდგომის #სემესტრი დაიწყო. #გახდიინჰუელი

ჩვენი ორგანიზებით, 20 ოქტომბერს სასტუმროში, Wyndham Grand Tbilisi, ინჰუას აკადემიის განათლების გამოფენა გაიმართა, რომელიც მოიცავდა, შორეულ აღმოსავლეთში მოგზაურობას და შემოქმედებით კონკურსს შორეულ აღმოსავლეთზე.

იხილეთ ღონისძიების ალბომი 

ინჰუას დირექტორებმა: ნინო გელანტიამ და ლიკა წიკლაურმა, აგრეთვე, ინჰუას ადმინისტრაციამ გამოავლინა გამარჯვებული კონკურსანტი - მაკა კაპანაძე, რომელმაც იაპონიის თემატიკით შექმნა საინტერესო ნაშრომი. 

მაკა გვიყვება: 

„მრავალმხრივი,  სამედიცინო კარიერული სვლა, უცებ, ერთი რევოლუციური გადაწყვეტილებით დავასრულე და ჩემი სურვილების , ნამდვილი შინაგანი  აღმაფრენის  ქაოსში  გარკვევა ავირჩიე პრიორიტეტად .

სხვადასხვა თემებში ჩავერთე,  მიმოვიხილე, შევისწავლე , გავიარე და დღეს უკვე ინდუსტრიული დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ.

იაპონური პროექტით დაინტერესებას , პატარა წინაპირობა ჰქონდა. მახსოვს, ნამუშევრებს ვათვალიერებდი. მარაოები მიყვარს, ამიტომ ერთ მარაოზე შევაჩერე ყურადღება და კრიტიკაც.  დაა..  იქვე, მყისიერი გამოწვევა მივიღე ლექტორისგან, კიდევ  ამიტომაც, დიდ  მადლობას ვუხდი .

ზოგადად, იდეები ჩემი ძლიერი მხარეა, ამიტომ გამოწვევების შიშს,  მალევე ენდორფინების ზეიმი მიფანტავს.

თავიდან,  მარაო ქალის სილუეტით წარმოვიდგინე და უპირატესობა აფრიკელ ქალს დავუთმე. მაშინვე ძალიან ეფექტური ჩანდა. ამასთანავე, აღმოვაჩინეთ რომ, არსად, არცერთ საიტზე მიმსგავსებული დიზაინიც არ არსებობდა , რამაც მეტი მოტივაცია და ლექტორის სრული მხარდაჭერა მომცა.

მაგრამ , ერთ საღამოს ჩემმა შვილმა,  ტრადიციული ოჯახური ფილმების ყურებისას, იაპონური განწყობა შემოიტანა.

საკურას წვენი ,

„პრინცესა მონონოკე“ და ჩემი შვილის ემოციები,  საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩემი პროექტი იაპონურ ხედვაზე გადამერთო.

მუშაობის პროცესში,  კიდევ უფრო მეტად მოვიხიბლე იაპონიით.

აღმოვაჩინე, რომ იაპონია, უძველესი ტრადიციების და თანამედროვეობის უნიკალური მიქსია.

მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩემი გატაცება მეტ-ნაკლებად გავრცელდა ჩემს ირგვლივეთში.

მქონდა შესაძლებლობა , პრეზენტაცია წარმომედგინა იაპონიის განვითარების საფეხურებზე,  ინდუსტრიული დიზაინის რაკურსით.

საოცარია, თითქოს  იაპონია ჩემთან რაღაცნაირად დაინსტალირდა.

უკვე ვმუშაობ იაპონური დამწერლობის მსგავსი,  ქართული ფონტის შექმნაზე, რომელსაც ,,იკიგაის" დავარქმევ.

მაქვს  ერთი სხვა  იდეაც, რომელსაც მალე დავიწყებ.

მართლა რაღაცნაირ, აუხსნელ დინამიკას ვგრძნობ იაპონიის გარშემო.

ინჰუას აკადემიის დაგეგმილ ღონისძიებაზეც  შემთხვევით და დინამიურად აღმოვჩნდი.  ფბ გვერდიდან მომაწოდეს ინფორმაცია და  ჩემი შვილის მონდომება საკმარისი იყო, რომ ჩემი,  ჯერაც დაუსრულებელი ნამუშევრები,  კიდევ ერთხელ  წარმედგინა საზოგადოების წინაშე.

ახლა მეცინება, რომ მახსენდება, ნამუშევრებით ხელში ბოლო წუთამდე,  როგორი გაურკვეველი  ვიჯექი დარბაზში და ვერ ვხვდებოდი, კონკურსის ფორმატს.

მოულოდნელი იყო და ძალიან  დავიბენი, როცა კონკურსის გამარჯვებულად დამასახელეთ.

სიხარულის პიკი, რომელიც მერე,  გვიან გავაცნობიერე და მივიღე,  იაპონური ენის შესწავლა საჩუქრად.

ზოგადად, ენების შესწავლაში ვფიქრობ ზედმეტად უნიჭო ვარ, ამიტომ ზედმეტად  ნიჭიერი მასწავლებელი მინდა გამომიგზავნოს სამყარომ.

მადლობა კიდევ ერთხელ ინჰუას აკადემიას ასეთი  სასიამოვნო  და განსაკუთრებული  საჩუქრებისთვის.

ვთვლი,  რომ მოტივაციისთვის,  ახალი იდეების, ნაბიჯების დანახვაში საუკეთესო შესაძლებლობა მაჩუქეთ.“

ტექსტი მოცემულია ორიგინალი ფორმატით, შინაარსობრივი, სტილისტურ-გრამატიკული რედაქტირების გარეშე.

ტექსტის შინაარსი შესაძლოა არ ასახავდეს ინჰუას აკადემიის პოზიციას.

კონკურსანტის ნამუშევრები: 

 

მაკა პანაძეს საჩუქრად გადაეცა სერტიფიკატი, ერთწლიანი უსასყიდლო წვდომა ჩვენს დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებზე, აგრეთვე, იაპონური ენის დამწყებების კურსზე თავისუფალი დასწრება და კონსულტაციები იაპონელ პედაგოგთან 2024 წლის ბოლომდე. ვფიქრობთ, აღნიშნული პრიზი დაეხმარება შემოქმედებით წინსვლაში.

🔶 #ინჰუასაკადემია მადლობას უხდის ღონისძიების ყველა მონაწილეს, პარტნიორებს, თანაორგანიზატორებს შეტანილი წვლილისთვის, შრომისთვის.

 

იაპონური ენის კურსზე რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 

ინჰუას აკადემიის ფეისბუქ გვერდზე

ელ-ფოსტა: yinghuasacademy@gmail.com 

და info@yinghuaacademy.ge

საიტი: www.yinghuaacademy.ge