15 ნოემბერს იაპონია აღნიშნავს შიჩი-გო-სანს (七五三 = შვიდი-ხუთი-სამი) ფესტივალს. ამ დღეს მშობლები, რომელთაც 3 ან 5 წლის შვილები ჰყავთ სადღესასწაულო ტანსაცმელს ატარებენ და შვილებთან ერთად მიდიან ტაძრებში. ეს მიიჩნევა ძალიან მნიშვნელოვან ეტაპად ბავშვთა ზრდაში!
ადრე იაპონიას ჩვილთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, რის გამოც აღზრდის წარმატებით დასრულებული ეტაპები ასეთი დღესასწაულით აღინიშნა. დამკვიდრდა კიდეც შემდეგი გამოთქმა: „შვიდი წლის ასაკამდე ღმერთებს შორის“ 「7歳までは神のうち」, რაც იმას ნიშნავდა, რომ სანამ ბავშვი 7 წლამდე არ მიაღწევდა, ის არ მიეკუთვნება ცოცხალთა სამყაროს. . რიცხვები სამი, ხუთი და შვიდი, იაპონური ნუმეროლოგიის მიხედვით, იღბლიანად ითვლება, ამიტომ ამ დროს ბავშვებისთვის დღესასწაულები ეწყობოდა.
სამურაიმ გააფართოვა ეს ტრადიცია და დაამატა სიახლე: სამ წლამდე ასაკის ბავშვებს, ჩვეულებისამებრ, მხოლოდ გაპარსული თავით უწევდათ სიარული, ხუთი წლის ბიჭებს პირველად აცმევდნენ ჰაკამას, ხოლო გოგონებს შვიდი წლის ასაკში. ახლა ბავშვებს თავს აღარ პარსავენ, მაგრამ მაკიაჟი და ტრადიციული სამოსი მაინც გამოიყენება.
ამ დღეს ბავშვებს ჩუქნიან ჩიტოზა ამემ (იაპ. 千歳飴, ლიტ. „ათასწლოვანი ტკბილეული“) - ეს არის გრძელი, თხელი თეთრი და წითელი ტკბილეული, რომელიც სიმბოლოა ჯანსაღი ზრდისა და ხანგრძლივობის. შეფუთვაზე შეხვდებით წეროს, კუს (ჯანმრთელობისა და სიბრძნის სიმბოლო) ფიჭვის, ბამბუკისა და ქლიავის (ჯანმრთელობისა და გამძლეობის სიმბოლოები) გამოსახულებებს. სახლში მიირთმევენ სეკიჰანს - ბრინჯს აძუკის ლობიოსთან და მთლიან შემწვარ თევზთან ერთად.
ბავშვები ამ დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურებიან, ამიტომ მშობლები ცდილობენ გადაუღონ მათ ფოტოები, რათა სამუდამოდ აღბეჭდონ ეს მომენტები მეხსიერებაში. გვინდა გაგიზიაროთ ბავშვების ასეთი ლამაზი ფოტოები!